სადისტრიბუციო კომპანია
+01145928421
თბილისი სულხან ცინცაძის 39
info@dako.ge

კაპტენსი - ბერძნული საკმაზები და სანელებლები

უკვე თითქმის ასი წელია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს სანელებლებისა და საკმაზების ბრენდი, რომელიც ქრისტოს იოტისმა დააარსა. წლების განმავლობაში, კომპანიამ განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა, შეიცვალა სახელი, თუმცა წარმოებისა და შეფუთვის ხარისხი ყოველთვის უმაღლესი იყო.

დღეს კაპტენსის სხვადასხვა სანელებელი განთქმულია, როგორც საბერძნეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

საქართველოში კი, მათი პროდუქცია ხელმისაწვდომია დაკო ჯგუფთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად.

იოტისი - ინოვაციური და ჯანსაღი საკვები პროდუქტები

იოტისი არის ბერძნული საკვები პროდუქტების ბრენდი, რომელიც 1930 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, ინოვაციური საკვები პროდუქტები, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება.

ბრენდი ცნობილია თავისი ფართო ასორტიმენტით, ის მოიცავს სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტს, მათ შორის, საბავშვო კვებას, დესერტებს, ჟელესა და სხვა საკონდიტრო ინგრედიენტებს.

განსაკუთრებული ადგილს იკავებს ფარინა – პირველი თვითაფუებადი ფქვილი და სტევიას ექსტრაქტით დამზადებული, შაქრის შემცვლელი პროდუქტები, რომლებიც იოტისის ქვებრენდის, Sweet and balance-ის ხაზს ეკუთვნის.

იოტისი მუდმივად ინარჩუნებს ხარისხის მაღალ სტანდარტებს და მომხმარებელთა ნდობას, რაც მას ერთ-ერთ წამყვან ბრენდად აქცევს საბერძნეთის საკვები პროდუქტების ბაზარზე. 

დაკო ჯგუფი კი, უკვე წლებია მისი ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

Kalas - იოდიზებული მარილი საბერძნეთიდან

კალასი გამორჩეული და სანდო ბერძნული კომპანიაა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, სუფთა და იოდიზებულ მარილს ჯერ კიდევ 1922 წლიდან აწარმოებს.

თავისი ხედვებითა და ინოვაციური მიდგომებით, კომპანიამ დამხმარე ინგრედიენტი, მარილი კულინარიის მთავარ პერსონაჟად აქცია, ხოლო მოგვიანებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბერძნეთში იოდის დეფიციტის შემცირებაშიც.

 “ნიკი” არის მსოფლიოში ერთადერთი მარილი, რომელსაც UNICEF-ის ნიშანი ოფიციალურად მიენიჭა.

დღეს, კალასის მაღალტექნოლოგიური საწარმოები საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში ფუნქციონირებს და სერტიფიცირებულია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

დაკო ჯგუფს, როგორც კალასის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში, 2000 წლიდან შემოაქვს მისი იოდიზებული, სუფთა და მსხვილი მარილი.

Kyknos - ბერძნული პომიდვრების პროდუქცია

კიკნოსი გთავაზობთ, ელიას მინდვრებში მოყვანილი და გაზრდილი პომიდვრებისგან დამზადებულ, ნატურალურ პროდუქტებს. 

კომპანია აქტიურად აწარმოებს მოსავლისა და ნიადაგის მონიტორინგს, ქაწარმოებს პროდუქციას ქიმიური დანამატების გარეშე.

2015 წელს, კიკნოსი გახდა პირველი ბერძნული კომპანია, რომელსაც ინტეგრირებული კულტურის მენეჯმენტის სერტიფიკატი მიენიჭა.

დაკო ჯგუფი არის კიკნოსის ექსკლუზიური შემომტანი საქართველოში და მომხმარებლებს სთავაზობს, კეტჩუპს, ტომატს, პიცის სოუს, დაჭრილ და კანგაცლილ პომიდორს.

La Famiglia - ქართული ფქვილი, ჩაი და პასტა

ქართული ბრენდი La Famiglia 2016 წლიდან აწარმოებს ხარისხიან, ევროპული სტანდარტებით აღიარებულ პროდუქციას. 

მისი ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა სახეობის ფქვილს, პასტასა და ჩაის, რომელიც ინოვაციური მეთოდებით იწარმოება.

კომპანიის მიზანია, ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს პრემიუმ ხარისხის, სასარგებლო და გემრიელი პროდქტები.

დაკო ჯგუფი არის La Familia-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი.

მელისა - საბავშვო პასტა საბერძნეთიდან

მელისა წამყვან პოზიციას იკავებს საბერძნეთის პასტის მწარმოებლებს შორის, რაც მისი მუდმივი განვითარებისა და პროგრესული ხედვების შედეგია.

მელისას ინოვაციური საწარმო არის ავტომატიზებული, რაც პროდუქციის ხარისხსა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ბრენდი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე გაიტანა და ბერძნული კომპანია უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც აღიარეს.

მათი საბავშვო პასტა მზადდება ნატურალური ინგრედიენტებით და არის ერთდროულად, გემრიელი, უსაფრთხო და ჯანსაღი.

დაკო ჯგუფი ზრუნავს პატარა გურმანებზე და მელისას პროდუქცია საქართველოში, ექსკლუზიურად მათთვის შემოაქვს

მეგა - ჰიგიენური პროდუქტების ბერძნული წარმოება

მეგა აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქალისა და ბავშვის ჰიგიენის პროდუქციას, რომელიც გამორჩეულია, როგორც ბერძნულ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური გზებით შექმნილი პროდუქცია, რომელიც არის ეკომეგობრული, ჯანსაღი და არ აზიანებს ადამიანის კანს.

მიზნის მისაღწევად, მეგას საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის შექმნას უწყობს ხელს.

დაკო ჯგუფი არის მეგას ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.

ტერა კრეტა - ეგეოსის ზღვის ზეთისხილი

2001 წლიდან მოყოლებული, საბერძნეთის მზიან ველებზე მოყვანილი ზეთისხილი Terra Creta-ს საშუალებით უამრავ მომხმარებლამდე მიდის.

მეტიც, Terra Creta-ს ასორტიმენტში შეხვდებით ბიო პროდუქტებს, უმაღლესი ხარისხის ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს, ბალზამიკოს და ა.შ.

ესაა კომპანია, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს მდგრად განვითარებაზე, სიჯანსაღესა და მომხმარებლისთვის ამ ღირებულებებით პრემიუმ ხარისხის შეთავაზებაზე.

დაკო ჯგუფს საქართველოში Terra Creta-ს ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტი შემოაქვს და ქართველ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთს, ზეთისხილსა და ბალზამიკოს სთავაზობს.

სვით & ბალანსი - საკვები პროდუქტები სტევიას ექსტრაქტით

იოტისის ინოვაციურ პროდუქტებს შორისაა Sweet and Balance-ის ხაზი, რომელიც სტევიას ექსტრაქტით დამზადებულ, ბუნებრივ და დაბალანსებულ დამატკბობლებს მოიცავს.

სტევია არის ჯანსაღი მცენარე, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში გლუკოზის დარეგულირებას. ის არ შეიცავს კალორიებს, რის გამოც არის შაქრის იდეალური ალტერნატივა.

დამატკბობელი წარმოდგენილია როგორც თხევადი სახით, ასევე სტიკებითა და ტაბლეტებით, არის მარტივად სატარებელი ნებისმიერ ადგილას.

დაკო ჯგუფი არის Sweet and Balance-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.

კალო ბურღულეულის მწარმოებელი ქართული ბრენდია.

კალო 2013 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული.

მწარმოებლებისგან პირდაპირ მიღებული ნედლეულით დამზადებული ბურღულეულის არაერთი სახეობა კალოს ბრენდის ქვეშ მომხმარებლებს ქართულ ბაზარზე უმარტივებს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტის პოვნას.

პაპადოპულუსი - ორცხობილებისა და სხვა ხემსების 100 წლიანი წარმოება

ბისკვიტების, პურის, ორცხობილებისა და სხვა ხემსების ბერძნული მწარმოებელი პაპადოპულუსი, უკვე 100 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებს.

მათი მაღალტექნოლოგიური საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და 100%-ით ჯანსაღ, სასარგებლო პროდუქციას ქმნის.

ხარისხისა და გემოს იდეალური ბალანსით, კომპანია მომხმარებელს ჯანსაღ და მაღალი ნუტრიციული ღირებულების ნაწარმს სთავაზობს.

დაკო ჯგუფი პაპადოპულუსის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.