სადისტრიბუციო კომპანია
+01145928421
თბილისი სულხან ცინცაძის 39
info@dako.ge

დაკოს ისტორია

დაკოს ისტორიას წინ უძღოდა 1991 წელს სადისტრიბუციო კომპანია Ponto Capital-ის შექმნა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კომპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში.1996 წელს პირველად სწორედ მან შემოიტანა Procter & Gamble და ბრენდის ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და კომპანიის ამბიციურმა სწრაფვამ განაპირობა დაკოს შექმნა, რომელიც Ponto Capital-ის დიდი ჰოლდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

2000 წელს დაარსებულმა “დაკომ” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ ბაზარზე ცნობილი ბერძნული და სხვა საერთაშორისო ბრენდების შემოტანასა და მათი პრემიუმ ხარისხით ბაზრის დიდი ნაწილისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევაში. ამ ბრენდებს შორის არის: KALAS, KYKNOS, Mega Disposable, Delta Ice-cream, Chipita, Papadopoulos, Captain’s spices, JOTIS, Colgate-Palmolive, Lactalis, SCA და ა.შ.

0

ბრენდი

0

წელი ბაზარზე

0

პროდუქტი

0

სავაჭრო ერთეული

ხარისხის ამბასადორი საქართველოში

წლების განმავლობაში, გავზარდეთ ჩვენი პორტფოლიო, გავაფართოვეთ გაყიდვების გეოგრაფიული არეალი და მივიღეთ ევროპული პროდუქტების წარმოებისა და დეველოპმენტის გამოცდილება. სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე შევქმენით ქართული ბრენდები (ფქვილი, ჩაი, ნუგბარი – ტრადიციული ქართული ტკბილეული).
დაკო დღემდე იზიარებს ამ გამოცდილებას და ნერგავს ახალი პროდუქტების წარმოებისა და განვითარების პროცესში.

დღეს ჩვენ:

ვფარავთ საქართველოს ყველა რეგიონს;

ვამარაგებთ 4500 -ზე მეტ სავაჭრო წერტილს;

წარმოვადგენთ უდიდესი ისტორიის მქონე ევროპულ ბრენდებს;

კომპანიის არსებობის 25 წლის თავზე ვამაყობთ, რომ ვართ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ევროპულ ბრენდებს ადგილობრივ მომხმარებელთან აკავშირებს, ამ სტანდარტებისა და გამოცდილების საფუძველზე კი ქმნის და ავითარებს ქართულ ბრენდებს.

ჩვენი გუნდი

დაკოს წარმატების უკან პროფესიონალი და მდიდარი გამოცდილების მქონე გუნდი დგას, რომელიც უკვე მრავალი წელია შეისწავლის მომხმარებლის ქცევას და ზრუნავს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

ჩვენი პარტნ
იორობა

ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანიებთან საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად ავითვისოთ საერთაშორისო გამოცდილება და შევქმნათ ხიდი ევროპულ ხარისხსა და ადგილობრივ ბაზარს შორის

მომავლის ხედვა

DAKO-ს ხედვა ყოველთვის ფოკუსირებული იყო ხარისხზე. ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ინოვაციურ მარკეტინგზე, მაღალ სტანდარტებსა და ძლიერი მიწოდების ჯაჭვზე.

DAKO მომავალში მიზნად ისახავს:

საქართველოს ბაზრისა და გაყიდვების წერტილების სრულად ათვისება

კავკასიის რეგიონსა და CIS  ქვეყნებში გაყიდვების არეალის გაზრდა

პორტფოლიოს გამდიდრება პროდუქტებით, რომლებიც პასუხობენ მომხმარებელთა მოთხოვნებს

ევროპული გამოცდილებით შექმნილი ქართული პროდუქციის რეექსპორტი

FMCG სექტორში 25-წლიანი გამოცდილების წყალობით პარტნიორების კვალიფიციური მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე

მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და პროდუქციის შეძენის გამარტივება ციფრული არხების დახმარებით